Accessibility links

შსს-მ მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ცრუ შეტყობინებებისგან


საქართველოს შსს-მ კატეგორიულად მოუწოდა მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ცრუ შეტყობინებებისგან. დღეს გავრცელებულ განცხადებაში სამინისტრო აღნიშნავს, რომ ავტორებს ოპერატიულად დაადგენს და ისინი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. შსს მოსახლეობას განუმარტავს, რომ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც ისჯება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო თუ ცრუ შეტყობინების ავტორი არასრულწლოვანია, პასუხისმგებლობა და ზარალის ანაზღაურება დაეკისრება მის მშობლებს, ან მეურვეებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს კვლავ განაცხადა, რომ მისი ინიციატივით გამკაცრდება ცრუ შეტყობინებისთვის კანონით გათვალისწინებული სასჯელი.
XS
SM
MD
LG