Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სამხედრო ბაზაზე ერთ-ერთი თავდამსხმელი მოკლეს


შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ვაშინგტონის ბაზაზე, პოლიციის ცნობით, ერთ-ერთი თავდამსხმელი მოკლეს. ამჟამად ეძებენ კიდევ ორ პირს. ჯერ ნათელი არ არის, რამდენი ადამიანი დაიღუპა ორშაბათს მათი თავდასხმის შედეგად. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ რამდენიმე ადამიანი იქნა მოკლული სამხედრო-საზღვაო ძალების საზღვაო სისტემათა სარდლობის შენობაში ძალადობისას. პოლიცია და სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლები სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებენ დაღუპულთა რაოდენობაზე: ზოგი ცნობით, მოკლულია ოთხი ადამიანი, სხვები ექვს დაღუპულზე იუწყებიან. დაჭრილების რიცხვი 10-დან 12-მდე მერყეობს. პოლიცია ეძებს სამხედრო ფორმიან ორ მამაკაცს, სროლაში ეჭვმიტანის საფუძველზე. სამხედრო-საზღვაო ძალების საზღვაო სისტემების სარდლობას აშშ-ის სამხედრო ხომალდებისა და საბრძოლო სისტემების დამზადება და შეძენა ევალება.
XS
SM
MD
LG