Accessibility links

logo-print

ბან კი მუნი: ზარინის გამოყენება სირიაში „ეჭვგარეშეა“


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა "ეჭვგარეშე" უწოდა ამ ორგანიზაციის ექსპერტების მტკიცებულებებს, რომელთა თანახმად სირიაში 21 აგვისტოს ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული „სამოქალაქო პირების“, მათ შორის ბავშვების წინააღმდეგ. „დასკვნა ეჭვგარეშეა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას. ეს არის სამხედრო დანაშაული და 1925 წლის ჟენევის ოქმისა და საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმების უხეში დარღვევა“, - განაცხადა ბან კი მუნმა. ექსპერტების ამ ანგარიშს გაეროს გენერალური მდივანი დღეს ოფიციალურად წარუდგენს უშიშროების საბჭოს. სირიაში ვიზიტისას, გაეროს ექსპერტებს არ ევალებოდათ იმის დადგენა, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის.
XS
SM
MD
LG