Accessibility links

logo-print

ამოცნობილია ვაშინგტონთან ახლოს სამხედრო ბაზაზე თავდამსხმელი პირი


ამოცნობილია შეიარაღებული პირი, რომელმაც ვაშინგტონთან ახლომდებარე სამხედრო-საზღვაო გემთმშენებლი ბაზის ტერიტორიაზე 12 ადამიანი დახოცა. 34 წლის აარონ ალექსისი საზღვაო ძალების ყოფილი მოსამსახურე იყო. ის სამართალდამცავებმა საპასუხო სროლისას მოკლეს. დაჭრილია რვა ადამიანი. ცეცხლის გახსნის მოტივი უცნობია. თავდაპირველად პოლიცია კიდევ ორ თავდამსხმელს ეძებდა, მოგვიანებით კი განაცხადეს, რომ ალექსისი ერთადერთი თავდამსხმელი იყო. აარონ ალექსისი დაქირავებული იყო ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ, რომელიც ბაზის ინტრანეტის ქსელზე მუშაობდა. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ განაცხადა, რომ ალექსისს ბაზაზე შესასვლელი მოქმედი საშვი ჰქონდა. პრეზიდენტ ბარაკ ობამას ბრძანებით, აშშ-ში პარასკევის ჩათვლით დაშვებული იქნება სახელმწიფო დროშები.
XS
SM
MD
LG