Accessibility links

logo-print

რუსეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სირიაზე იმსჯელებენ


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დღეს თავის ფრანგ კოლეგას - ლორან ფაბიუსს შეხვდება. შეხვედრა მოსკოვში შედგება და ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები სირიის საკითხზე გაეროს შესაძლო რეზოლუციაზე იმსჯელებენ. გაეროს რეზოლუციის პროექტის ტექსტი განსხვავებულად აქვთ წარმოდგენილი რუსეთსა და დასავლეთს. მოსკოვში დღეს დაგეგმილ შეხვედრას წინ უძღოდა აშშ-რუსეთს შორის შეთანხმების მიღწევა - მოეთხოვოს დამასკს 2014 წლის შუამდე გაანადგუროს ქიმიური იარაღი. ორშაბათს გაერომ დაადასტურა გასულ თვეში სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება. ბრიტანეთი, საფრანგეთი და აშშ აცხადებენ, რომ გაეროს ექსპერტთა ანგარიშის მიხედვით, საეჭვო აღარ არის, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებელი სირიის მთავრობაა. რუსეთი თვლის, რომ გაეროს ანგარიშში არ არის მკაფიო მინიშნებები იმაზე, თუ ვის ედება ბრალი ქიმიური იარაღის გამოყენებაში და რომ მეამბოხეთა პასუხისმგებლობის გამორიცხვა არ შეიძლება.
XS
SM
MD
LG