Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამშაბათს დილით საქართველოში მიწისძვრა მოხდა


სამშაბათს დილით, 8:09 საათზე საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრში მიწისძვრის სიმძლავრე 5,3 მაგნიტუდა იყო. ეპიცენტრი კი ყვარელთან იყო. კახეთის გუბერნატორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ „არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას რაიმე სერიოზული ნგრევა არ მოჰყოლია. მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში დაზიანდა სახლების სახურავი და კედლები დაიბზარა, თუმცა უფრო ზუსტი ინფორმაცია მოგვიანებით გვეცოდინებაო“. ჭიაბერაშვილის თქმით, მიწისძვრის შედეგებს სპეციალური ჯგუფები შეისწავლიან.
XS
SM
MD
LG