Accessibility links

logo-print

რუსეთი და საფრანგეთი სხვადასხვაგვარად აფასებენ სირიაში ქიმიური იარაღით თავდასხმას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს აქვს „ძალიან სერიოზული საფუძველი“ იფიქროს, რომ დამასკთან ქიმიური იარაღით განხორციელებული თავდასხმა პროვოკაცია იყო. ლავროვმა ამ საკითხზე ისაუბრა მოსკოვში ფრანგ კოლეგა ლორან ფაბიუსთან შეხვედრის შემდეგ. მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გაეროს მიერ ორშაბათს წარმოდგენილი ანგარიში ვერ პასუხობს მოსკოვის შეკითხვებს დამასკთან 21 აგვისტოს ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხზე. მაგრამ ამავე პრესკონფერენციაზე ლორან ფაბიუსის მიერ გამოთქმული შეფასებით, ანგარიში არ ტოვებს ეჭვს, რომ სირიის მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა თავდასხმაზე, რომელმაც, ცნობების თანახმად, 1400-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. გაეროს ანგარიში ადასტურებს, რომ სირიაში ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული, მაგრამ არ აკონკრეტებს, ვინ გამოიყენა აკრძალული ნივთიერება. პრესკონფერენციაზე ლავროვმა და ფაბიუსმა აღიარეს, რომ ორ მხარეს განსხვავებული შეხედულება აქვს იმაზე, თუ როგორ უნდა მოეღოს ბოლო სირიის კონფლიქტს, თუმცა ორივე მხარე საჭიროდ მიიჩნევს მოლაპარაკების სასწრაფოდ განახლებას.
XS
SM
MD
LG