Accessibility links

ტაჯიკეთში დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია


ტაჯიკეთში დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია. უდიდესმა პარტიამ, სახალხო-დემოკრატიულმა პარტიამ, პრეზიდენტობის კანდიდატად მორიგი ვადით დაასახელა მოქმედი პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი, რომელიც 1992 წლიდან დგას ტაჯიკეთის ხელისუფლების სათავეში. მის კონკურენტებს შორის არის „ტაჯიკეთის რეფორმისტული ძალების ასოციაციის“ კანდიდატი, ოინიჰო ბობონაზაროვა, რომელსაც ტაჯიკეთის უდიდესი ოპოზიციური ორგანიზაცია, ისლამური აღორძინების პარტიაც ემხრობა. საპრეზიდენტო არჩევნები 6 ნოემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG