Accessibility links

logo-print

გრძელდება თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი ავღანეთში


ავღანეთში ვიზიტს განაგრძობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია. მინისტრი ირაკლი ალასანია და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ქართულ ბაზა „ერედვს“ ესტუმრნენ და 42-ე ბატალიონის ჯარისკაცებს შეხვდნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ISAF-ის მისიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა ირაკლი ალასანიას და პოლკოვნიკ ჩაჩიბაიას პირადად მოახსენეს ადგილზე არსებული სიტუაცია, თავდაცვის მინისტრი კი დეტალურად გაეცნო ქართული შენაერთის პასუხისმგებლობის რაიონში შექმნილ ოპერატიულ ვითარებას. ირაკლი ალასანია და ვლადიმერ ჩაჩიბაია ბაზა „ლეზერნიკზე“ შეხვდნენ რეგიონული სარდლობის სამხრეთ-დასავლეთის მეთაურს გენერალ-მაიორ უოლტერ მილერს, რომელმაც ავღანეთის ოპერაციაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადა.
XS
SM
MD
LG