Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, აღმშენებლობის ეპოქა ნგრევის ეპოქით შეიცვალა


საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყნის მთავრობა ქუთაისის, როგორც ქალაქის "დაკვლას" აპირებს. ამის დასტურად მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის თბილისში დაბრუნების იდეა მოიყვანა. მისივე შეფასებით, ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლით, აღმშენებლობის ეპოქა ნგრევის ეპოქით შეიცვალა. მიხეილ სააკაშვილი დღეს იმყოფებოდა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, სადაც ბრწყინვალების და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა აეროპორტის პროექტის ავტორები და შემსრულებლები. "ეს აეროპორტი დროზე მოვასწარით, ესაა პროდუქტი აღმშენებლობის ეპოქის, რომელიც შეცვალა ნგრევის ეპოქამ, რადგან გააჩერეს ახალი თბილისის პროექტი, გააჩერეს სამეგრელოს მთავარი პროექტი – ლაზიკა, გააჩერეს ბათუმის და საქართველოს მთავარი პერსპექტივა – ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ახლა აპირებენ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას, რაც ნიშნავს მცდელობას, რომ ჰაერში აფრენილი ქუთაისი იქედან ჩამოაგდონ ერთი გასროლით”, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG