Accessibility links

logo-print

დავით უსუფაშვილი პარლამენტისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს


ცრუ შეტყობინებების გამო პარლამენტისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. დავით უსუფაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო ხანს საქართველოს პარლამენტის შენობა სამჯერ დაიცალა ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ცრუ სატელეფონო შეტყობინების გამო და საერთო ჯამში 15 საათის განმავლობაში შეწყდა ნორმალური ფუნქციონირება, რამაც მორალურ-პოლიტიკური ზიანის გარდა, პარლამენტი, წინასწარი მონაცემებით, დააზარალა დაახლოებით 50 ათასი ლარით. ”მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, პარლამენტს მიაწოდოს ცრუ შეტყობინების ავტორთა მონაცემები, რათა საქმის სასამართლოში განხილვის პარალელურად, მომზადდეს სამოქალაქო სარჩელი პარლამენტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით", - ნათქვამია დავით უსუფაშვილის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG