Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცრუ აღმოჩნდა შეტყობინება ”მაესტროში" ნაღმის არსებობის შესახებ


ცრუ აღმოჩნდა ბომბის არსებობის კიდევ ერთი შეტყობინება, რომელიც ამჯერად ტელეკომპანია ”მაესტროს” შესახებ მიიღო საქართველოს შსს-მ. თანამშრომლების ევაკუაციის შემდეგ შენობა გამნაღმველებმა შეამოწმეს. სექტემბრის დასაწყისიდან ეს უკვე მე-11 შემთხვევაა, როდესაც ოპერატიული მართვის ცენტრს ტელეკომპანიების, ბანკის, თბილისის აეროპორტის და პარლამენტის შენობებში ბომბის არსებობას ატყობინებენ. წინა 10 ცრუ შეტყობინების ავტორთა შორის ხუთი არასრულწლოვანი და ამდენივე სრულწლოვანია. ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის დაკავებულ სრულწლოვან მოქალაქეებს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
XS
SM
MD
LG