Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წულუკიანი: საქართველოს მთავარ სტრატეგიულ მიზნად რჩება ევროპული დემოკრატიის აშენება


საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს მთავარ სტრატეგიულ მიზნად რჩება ევროპული, ინსტიტუციონალური დემოკრატიის აშენება. ამის შესახებ წულუკიანმა სამშაბათს განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას.
"ევროპაში მიმავალი ყველა გზა ვილნიუსზე გადის, მაგრამ მე ვაპირებ არა მორიგი პოლიტიკური განცხადების გაკეთებას, არამედ იმის თქმას, თუ რას მივიტანთ მაგიდაზე საქართველო-ევროკავშირის საერთო დღის წესრიგში შესატანად. როგორც იუსტიციის მინისტრი და საქართველოს მთავრობის წევრი, რომელიც იზიარებს პასუხისმგებლობას საქართველოს მომავალზე, მინდა ძალიან მკაფიოდ ვთქვა: ჩვენს მთავარ სტრატეგიულ მიზნად რჩება ევროპული, ინსტიტუციონალური დემოკრატიის აშენება და, ამ მიზნით, ძლიერი დამოკიდებულება ევროპულ ინტეგრაციაზე, ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებით და ეკონომიკური ინტეგრაციით, რომლის გაუქმებასაც მომავალში ვერც ერთი მთავრობა ვეღარ შეძლებდა," - განაცხადა წულუკიანმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას.
XS
SM
MD
LG