Accessibility links

logo-print

აშშ-ში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის მომწყობ პირს ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა


34 წლის აარონ ალექსისს, რომელმაც ორშაბათს 12 ადამიანი დახოცა ვაშინგტონში, შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზაზე, ფსიქიკური აშლილობის გამო მკურნალობდნენ. ის პარანოით იყო დაავადებული და ხმები ესმოდა. ალექსისის ფსიქიკური აშლილობის შესახებ მისი ოჯახის წევრებმა სამშაბათს უთხრეს გამომძიებლებს. აარონ ალექსისი საზღვაო ძალების ყოფილი მოსამსახურე იყო. ის სამართალდამცავებმა საპასუხო სროლისას მოკლეს. აარონ ალექსისი დაქირავებული იყო ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ, რომელიც სამხედრო-საზღვაო გემთმშენებლი ბაზის ინტრანეტის ქსელზე მუშაობდა. აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ განაცხადა, რომ ალექსისს ბაზაზე შესასვლელი მოქმედი საშვი ჰქონდა.
XS
SM
MD
LG