Accessibility links

ავღანეთის პრეზიდენტს საჩქაროდ არ მიაჩნია აშშ-თან უსაფრთხოების შეთანხმების გაფორმება


ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის განცხადებით, მის ქვეყანას არ ეჩქარება შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების გაფორმება. კარზაის თქმით, ვაშინგტონმა უნდა შეასრულოს ოთხი პირობა, ვიდრე გააფორმებდეს ქაბულთან უსაფრთხოების შესახებ ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც დაადგენს ავღანეთში შეერთებული შტატების ჯარების სტატუსს, ავღანეთიდან ნატოს ჯარების გასვლის შემდეგ. კარზაის განმარტებით, შეერთებული შტატებისთვის წაყენებულ პირობებს შორის არის ავღანეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ავღანეთის უშიშროების ძალების მხარდაჭერა, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება და ავღანეთის სუვერენიტეტის პატივისცემა. ცნობების თანახმად, ვაშინგტონს სურს, ოქტომბრამდე გააფორმოს შეთანხმება. ორი ქვეყანა გასული წლის ოქტომბრიდან აწარმოებს მოლაპარაკებას უსაფრთხოების შეთანხმებაზე.
XS
SM
MD
LG