Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში განიხილავენ მეცნიერებათა აკადემიის საკამათო რეფორმას


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ოთხშაბათს იმართება რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის რეფორმის კანონპროექტის მეორე მოსმენა. კანონპროექტი, რომელიც პირველად საკანონმდებლო ორგანომ გაზაფხულზე განიხილა, აერთიანებს სამ რუსულ მეცნიერებათა აკადემიას და მიზნად ისახავს მათი ქონების გაკონტროლებას. რუსი მეცნიერები და მკვლევრები კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ გამოდიან, პარალელურად კი აკადემიის ხელმძღვანელებს ადანაშაულებენ ძალაუფლების გადამეტებასა და ქონების გაფლანგვაში. 1500-მდე მომიტინგე შეიკრიბა სახელმწიფო სათათბიროს შენობასთან სამშაბათს, კანონპროექტის პირველი მოსმენის დროს. ისინი კანონმდებლებს მოუწოდებდნენ, უარი ეთქვათ კანონპროექტის განხილვაზე, რომელიც, მათი აზრით, სამომავლოდ კორუფციის ფაქტების გახშირებას გამოიწვევს. 100-მდე მომიტინგე შეიკრიბა ოთხშაბათს, კანონპროექტის მეორედ მოსმენის დაწყებამდე. მათ მიბნეული აქვთ სამკერდე ნიშნები წარწერით „ერთად დავეხმაროთ მეცნიერებას.“
XS
SM
MD
LG