Accessibility links

logo-print

სირიამ რუსეთს გადასცა „მტკიცებულება“, რომ ქიმიური იარაღი მეამბოხეებმა გამოიყენეს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვის განცხადებით, სირიის მმართველმა რეჟიმმა მოსკოვს გადასცა ახალი მასალა, რომელიც აჩვენებს, რომ მეამბოხეებმა გამოიყენეს ქიმიური იარაღი 21 აგვისტოს დამასკთან განხორციელებული თავდასხმისას. რიაბკოვმა დამასკში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრ ვალიდ ალ-მუალემთან მოლაპარაკების შემდეგ აღნიშნა ასევე, რომ რუსეთი იმედგაცრუებულია გაეროს ანგარიშით სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე. რიაბკოვმა ანგარიშს „პოლიტიზირებული, მიკერძოებული და ცალხმრივი“ უწოდა. დასავლელი მოკავშირეების შეფასებით, ანგარიში ადასტურებს, რომ ქიმიური იარაღით თავდასხმის უკან სირიის მმართველი რეჟიმი დგას. ამასობაში, გავრცელდა გაეროს ქიმიური იარაღის მთავარი ექსპერტის, აკე სელსტრომის განცხადება, რომ მისი გუნდი რამდენიმე კვირაში დაბრუნდება სირიაში გამოძიების დასასრულებლად. გამოძიება დაიწყო ჯერ კიდევ 21 აგვისტომდე, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების წინა სავარაუდო შემთხვევებთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG