Accessibility links

აზერბაიჯანში დააპატიმრეს დამოუკიდებელი ჟურნალისტი


აზერბაიჯანში დააპატიმრეს ჟურნალისტი ფარვიზ ჰაშიმლუ, იარაღისა და ნარკოტიკების უკანონოდ შენახვის ბრალდებით. ჰაშიმლუ სამშაბათს დააკავეს მას შემდეგ, რაც პოლიციამ გაჩხრიკა მისი ბინა ბაქოში. როგორც ჰაშიმლუს ძმამ უთხრა ჩვენს რადიოს, პოლიციამ ადგილზე მისულ ჟურნალისტებს არ მისცა სურათების გადაღების უფლება. ჰაშმილუ დამოუკიდებელ გაზეთ „ბიზიმ იოლში“ მუშაობს. მიმდინარე თვეში უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩმა“ დაადანაშაულა აზერბაიჯანის ხელისუფლება ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიებში, 9 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. გასულ თვეში ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნალმაც“ გაარიკტიკა აზერბაიჯანის მთავრობა ოპოზიციონერი აქტივისტების სამართლებრივი დევნისათვის.
XS
SM
MD
LG