Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცეზარ ჩოჩელს და დავით გიორგაძეს თაღლითობაში ედებათ ბრალი


განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში არიან ბრალდებულნი მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით გიორგაძე. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საქართველოს რკინიგზის მიერ 2010 წელს გამოცხადებული ერთ-ერთი ტენდერის შედეგად, ჩოჩელი გიორგაძის ხელშეწყობით თაღლითურად დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 19 696 764 ლარის ღირებულების ქონებას, რომელიც დღემდე მის საკუთრებაშია. ყოფილი სახელმწიფო მოხელეებისთვის წარდგენილი ბრალდება 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG