Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ციხიდან გამოუშვეს ამ ქვეყანაში ცნობილი ადვოკატი


ირანში ციხიდან გამოუშვეს ცნობილი ადვოკატი ნასრინ სოტუდე, რომელიც ადამიანის უფლებების საკითხზე მუშაობს. მისი გათავისუფლების შესახებ ცნობა სოციალურ ქსელ „ფეისბუკით“ გაავრცელა ნასრინ სოტუდეს ქმარმა, რეზა ხანდანმა. როგორც იუწყებიან, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოტუდეს უთხრეს, რომ აღარ უნდა მოიხადოს პატიმრობის დარჩენილი ვადა. სოტუდე, რომელსაც 2012 წელს სახაროვის სახელობის პრემია მიენიჭა, 2010 წელს დააპატიმრეს რამდენიმე ბრალდებით. მათ შორის იყო ირანის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედების ბრალდება. ირანის პრეზიდენტად ჰასან როჰანის არჩევის შემდეგ, რეფორმების მომხრეებს იმედი აქვთ, რომ ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდება.
XS
SM
MD
LG