Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ დიცში მავთულხლართების გაბმა შეჩერდა


სოფელ დიცში მავთულხლართების გაბმა შეჩერდა. ცნობების თანახმად, რუსმა სამხედროებმა დატოვეს ცხინვალის რეგიონის, ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორია. სამუშაო მას შემდეგ შეწყდა, რაც ადგილზე სამხედრო ფორმიანი რამდენიმე პირი გამოჩნდა. ოთხშაბათს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ დიცში დილიდან იმყოფებიან სამართალდამცველები, ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. ცნობების თანახმად, დიცის მსგავსად, სიმშვიდეა ოკუპირებულ ახალგორის რაიონშიც. იქ ოთხშაბათიდან უნდა გაუქმებულიყო სატრანსპორტო საშაულებებით ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის გამარტივებული რეჟიმი, მაგრამ სამშაბათ საღამოს გავრცელდა ცნობა, რომ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.
XS
SM
MD
LG