Accessibility links

logo-print

უკრაინის მთავრობამ დაამტკიცა ევროკავშირთან ხელშეკრულების პროექტი


უკრაინის მთავრობამ დაამტკიცა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პროექტი. დოკუმენტს მხარი ერთხმად დაუჭირა მინისტრთა კაბინეტმა. უკრაინაში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის, იან ტომბინსკის თანახმად, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ხოლო ხელშეკრულების ნოემბერში, ვილნიუსის სამიტზე გაფორმება იქნება „უკრაინის ყველა მოქალაქის და ევროკავშირის ერთობლივი წარმატება“. ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფიულე „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილება კიევის ევროპული არჩევანის მკაფიო დასტურია. პარალელურად, უკრაინის კომუნისტური პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ გაასაჩივრებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას - რომელმაც მათ უარი უთხრა რეფერენდუმის გამართვაზე რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ საბაჟო კავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ. მოსკოვი კიევზე ზეწოლას ახორციელებს - ცდილობს მან უარი თქვას ევროკავშირთან ხელშეკრულებაზე და ამის ნაცვლად შეუერთდეს საბაჟო კავშირს, რომელიც ამჟამად მოიცავს რუსეთს, ბელორუსიასა და ყაზახეთს.
XS
SM
MD
LG