Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველი ორგანიზაციები მიესალმებიან ირანში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას


ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები მიესალმებიან ირანში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. ირანის ხელისუფლებამ ათამდე პოლიტიკური პატიმარი გაათვისუფლა. მათ შორის არიან ცნობილი ადვოკატი ნასრინ სოტუდე და რეფორმისტი პოლიტიკოსი მოსენ ამინზადე. მათ, სხვა გათავისუფლებულების მსგავსად, პატიმრობა მიესაჯათ ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის. ასეთი ბრალდება ტიპურია, როცა საქმე ირანელ აქტივისტებს ეხება. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება წინ უსწრებს ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის ნიუ იორკში გამგზავრებას გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად. „ამნისტი ინტერნეიშენალის“ ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთი აფრიკის განყოფილების დირექტორის მოადგილემ ჰასიბა ჰაჯ სარაოუიმ განაცხადა, რომ სოტუდესა და სხვების გათავისუფლება უნდა ნიშნავდეს „ადამიანის უფლებათა საკითხებსა და მშვიდობიანი აქტივისტებისა და კრიტიკოსების მიმართ ირანის პოლიტიკის ფუნდამენტურ ცვლილებას“. წინააღმდეგ შემთხვევაში, სარაოუის აზრით, არსებობს ამ ნაბიჯის საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად მიღებულ გადაწყვეტილებად აღქმის რისკი.
XS
SM
MD
LG