Accessibility links

logo-print

დღეს დილით კაიროსთან ახლოს შეტაკებები მოხდა


ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, შეტაკებები მოხდა უშიშროების ძალებსა და შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის. ინციდენტები მოხდა ხუთშაბათს დილით, კაიროს გარეუბნებში. სახელმწიფო მედიის თანახმად, ჯარი კერდაშის რაიონში შევიდა პოლიციის განყოფილებებისთვის ცეცხლის წაკიდებასა და 11 პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილთა დასაკავებლად. ეს დანაშაულები ჩადენილი იყო 3 ივლისის შემდგომ პერიოდში, ანუ მას შემდეგ, რაც ძალაუფლებას ჩამოაშორეს პრეზიდენტი მუჰამედ მურსი. ეგვიპტის ტელევიზია აზუსტებს, რომ ხუთშაბათს მომხდარი შეტაკებებისას დაიჭრა ერთი პოლიციელი. კერდაშის რაიონში კომენდანტის საათი გამოცხადდა.
XS
SM
MD
LG