Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მექსიკაში მეწყრის შედეგად უგზო-უკვლოდ დაიკარგა რამდენიმე ათეული ადამიანი


მექსიკის სამხრეთ-დასავლეთში ქარიშხალმა „მანუელმა“ და თანმდევმა ძლიერმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია. ლა პინტადაში სულ ცოტა 58 ადამიანი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. მათი სახლები მეწყერმა ჩაიტანა. მექსიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტიქიური უბედურების ზონიდან დაახლოებით 350 ადამიანია ევაკუირებული. ქარიშხლით დაზარალებული რაიონების მოსახლეობა ძირითადად ყავის პლანტაციებშია დასაქმებული. ქარიშხალმა „მანუელმა“ ადგილობრივ გლეხებს დიდი ზარალი მიაყენა.
XS
SM
MD
LG