Accessibility links

logo-print

ავღანეთში თალიბებმა, სულ ცოტა, 10 პოლიციელი მოკლეს


ავღანეთში, სულ ცოტა, 10 პოლიციელი დაიღუპა პოლიციის ავტოკოლონაზე თალიბების თავდასხმის შედეგად. ამასთან, თალიბებმა მძევლად აიყვანეს 20-მდე პოლიციელი. ცნობების თანახმად, თავდასხმა ოთხშაბათს მოეწყო ჩრდილოეთში მდებარე ბადახშანის პროვინციაში. პროვინციის ადმინისტრაციის უფროსის ცნობით, პოლიციელები მონაწილეობდნენ უსაფრთხოების ოპერაციაში, რომელიც ვარდოჯის რაიონში ტარდებოდა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს თავდასხმის ფაქტს, მაგრამ უარყოფს ცნობას პოლიციელების მძევლად აყვანის თაობაზე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.
XS
SM
MD
LG