Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რასმუსენი: სირიაში სამხედრო ინტერვენცია უნდა დარჩეს დღის წესრიგში


ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის აზრით, სირიაში სამხედრო ინტერვენციის საკითხი უნდა დარჩეს დღის წესრიგში. დღეს, ბრიუსელში გამოსვლისას, რასმუსენი მიესალმა შეერთებული შტატების და რუსეთის შეთანხმებას სირიის ქიმიური იარაღის განადგურებაზე, მაგრამ დასძინა, რომ სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობა დღის წესრიგში უნდა დარჩეს, რათა არ მოაკლდეს იმპულსი „დიპლომატიურ და პოლიტიკურ პროცესს“. რასმუსენი შეეხო იმ საკითხსაც, თუ ვინ გამოიყენა ქიმიური იარაღი დამასკთან 21 აგვისტოს თავდასხმისას: „ვფიქრობ, სავსებით ნათელია, რომ სხვადასხვა წყარო მიუთითებს სირიის რეჟიმისაკენ, როგორც 21 აგვისტოს ქიმიური იარაღით საზარელ თავდასხმაზე პასუხისმგებლისაკენ. რაკეტები გაისროლეს ადგილებიდან, რომლებსაც მთავრობა აკონტროლობდა. ოპოზიციისთვის უაზრობაა, საკუთარ ხალხს ქიმიური იარაღით შეუტიოს ადგილებში, რომლებსაც უკვე აკონტროლებს. ამას გარდა, არა გვგონია, ოპოზიციას ჰქონდეს რესურსები ქიმიური იარაღით ამ მასშტაბის თავდახსმის განსახორციელებლად“, - განაცხადა რასმუსენმა. იუწყებიან ასევე, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის თქმით, მისი მთავრობა შეასრულებს სირიის ქიმიური იარაღის განადგურების გეგმას. ამ პროცესს, ბაშარ ალ-ასადის თქმით, ერთი წელი და მილიარდი დოლარი დასჭირდება. ქიმიური იარაღის შესახებ ასადმა ამერიკულ ტელეკომპანია „FOX News“-თან ინტერვიუში ისაუბრა.
XS
SM
MD
LG