Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში მოამზადეს საგზაო რუკა საბაჟო კავშირში გასაწევრიანებლად


სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა საგზაო რუკის პროექტი რუსეთის მიერ დომინირებულ საბაჟო კავშირში გასაწევრიანებლად. საგზაო რუკა, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარმოადგინა ეკონომიკის სამინისტრომ, ითვალისწინებს მაკოორდინირებელი კომისიისა და მუშა ჯგუფების შექმნას. გეგმის მიხედვით, ყველა საჭირო დოკუმენტი 10 ოქტომბრამდე უნდა მომზადდეს, რის შემდეგაც პარლამენტი შეუდგება მათი რატიფიცირების საკითხის განხილვას. სომხეთის სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციამ, რომლის წევრებიც ევროპულ ინტეგრაციას ემხრობიან, ოთხშაბათს დაგმო პრეზიდენტ სერჟ სარქსიანის გადაწყვეტილება საბაჟო კავშირში შესვლის შესახებ და განაცხადა, რომ მის გასაუქმებლად იბრძოლებს. საბაჟლ კავშირი რუსეთს, ყაზახეთს და ბელორუსიას აერთიანებს.
XS
SM
MD
LG