Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში იმართება აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა


ჩეხეთის დედაქალაქში იმართება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მორიგი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან. ეს არის აბაშიძე-კარასინის მეოთხე შეხვედრა ფორმატით, რომელიც ემსახურება ვაჭრობასთან, ეკონომიკასთან, ორმხრივი ურთიერთობების ჰუმანიტარულ და კულტურულ ასპექტებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. პრაღაში გამგზავრებამდე, ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ კარასინთან ივნისის დასაწყისში გამართული შეხვედრის მსგავსად, ახლაც მოლაპარაკებებს წინ უძღვის დაძაბულობა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე, რაც რუსი სამხედროების მიერ ღობეების აღმართვას უკავშირდება.
XS
SM
MD
LG