Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თალიბანის მხარეს გადავიდა ერთ-ერთი პროვინციის მმართველი


ავღანეთში თალიბანის მხარეს გადავიდა ჩრდილოეთში მდებარე სარ-ე-პულის ერთ-ერთი პროვინციის მმართველი, ავღანეთის სენატის ყოფილი წევრი ღაზი აბდულ ჰაი. სარ-ე-პულის გუბერნატორის, აბდულ ჯაბერ ჰაკბინის განცხადებით, ღაზი აბდულ ჰაი ამ კვირაში გაუჩინარდა და, სავარაუდოდ, თალიბების მხარეს გადავიდა. ჰაკბინმა რადიო თავისუფლების ავღანურ რედაქციას უთხრა, რომ ღაზი აბდულ ჰაი ბოლოს კოჰისტანატის რაიონის მმართველად მუშაობდა. ის მიჩნეულია ყველაზე მაღალი რანგის სამოქალაქო ოფიციალურ პირად, რომელიც ამბოხებულებს შეუერთდა. თალიბანის ვერსაიტზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ჰაი ამბობს, რომ თალიბანის მხარეზე გადავიდა პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მთავრობითა და მისი დასავლელი მოკავშირეებით იმედგაცრუების გამო.
XS
SM
MD
LG