Accessibility links

ავღანეთში თალიბებმა მოკლეს 20 პოლიციელი


ავღანეთში თალიბები საფარიდან თავს დაესხნენ პოლიციის ავტოკოლონას, მოკლეს 20 და დაჭრეს 12 პოლიციელი. თავდასხმა მოეწყო ჩრდილოეთში მდებარე ბადახშანის პროვინციაში. პროვინციის გუბერნატორის მოადგილემ, მოჰამად ბაიდარმა ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურს დაუდასტურა მსხვერპლის რიცხვი და აღნიშნა, რომ დიდია დანაკარგი თალიბებს შორისაც. თავის მხრივ, თალიბანი აცხადებს, რომ დახოცა 25 და მძევლად აიყვანა 12 ჯარისკაცი, მათ ორის ერთი ოფიცერი. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ცნობას თალიბანის ტყვეობაში ჯარისკაცების ყოფნის შესახებ.
XS
SM
MD
LG