Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ ხაიშის რამდენიმე მცხოვრები ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდა


საჯარო განხილვისას ხუდენჰესის მშენებლობისადმი უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს სოფელ ხაიშის რამდენიმე მცხოვრებმა და გარემოს დამცველთა ნაწილმა. არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ხელმძღვანელის მანანა ქოჩლაძის განცხადებით, მათი ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ ჰესის მშენებლობამ ხაიშის და სხვა სოფლების დატბორვა არ გამოიწვიოს. რაც შეეხება განსახლების გეგმას, ქოჩლაძის თქმით, ეს დოკუმენტი დღემდე არ არის წარმოდგენილი, რაც კანონმდებლობის დარღვევაა. თავის მხრივ, კომპანია "ტრანს ელექტრიკა” აცხადებს, რომ განსახლების გეგმის მეორე ეტაპის შესამუშავებლად ხელშეკრულება გააფორმა კანადის კომპანია "Replan"-სა და განსახლების საკითხებში საერთაშორისო ექსპერტ ფედერიკო ჯონავენსთან.
XS
SM
MD
LG