Accessibility links

logo-print

თბილისში, "ქორთიარდ მარიოტთან" ხუდონჰესის პროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია გაიმართა


თბილისის სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტთან," სადაც ხუდონჰესის მშენებლობის საკითხი განიხილებოდა, პროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, უფლებადამცველ ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა სვანეთში გაანადგურებს კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობას, სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს კლიმატზე და შესაბამისად, ადამიანთა ჯანმრთელობაზე. პროექტის მოწინააღმდგეები 26 სექტემბერს საპროტესტო აქციას გამართავენ მთავრობის კანცელარიასთან და პრემიერ-მინისტრს მშენებლობის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.
XS
SM
MD
LG