Accessibility links

პუტინს სჯერა, რომ შესრულდება სირიის ქიმიური იარაღის შესახებ შეთანხმება


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოთქვამს რწმენას, რომ სირიის მთავრობა შეასრულებს დაპირებას, რომელიც უკავშირდება აშშ-რუსეთის გეგმას სირიის ქიმიური იარაღის განადგურების შესახებ. ამასთან, როგორც პუტინმა აღნიშნა, მას აქვს საფუძველი დაიჯეროს, რომ 21 აგვისტოს დამასკთან ქიმიური იარაღით თავდასხმა „მზაკვრული პროვოკაცია“ იყო. დასავლეთის ქვეყნების შეფასებით, გაეროს ექსპერტების ანგარიშმა ცხადჰყო, რომ ქიმიური იარაღით თავდასხმის უკან სირიის მმართველი რეჟიმი დგას. სირიის მთავრობა და რუსეთი კი მეამბოხეებს ადანაშაულებენ. სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა ხუთშაბათს სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მთავრობა შეასრულებს ქიმიური იარაღის განადგურების გეგმას, მაგრამ ამ პროცესს ერთი წელი და ერთი მილიარდი დოლარი დასჭირდება. ბაშარ ალ-ასადმა ამ ინტერვიუში კიდევ ერთხელ უარყო ბრალდება, რომ ქიმიური იარაღი მისმა ჯარებმა გამოიყენეს.
XS
SM
MD
LG