Accessibility links

logo-print

ავღანეთის ჯარებმა კონტროლი აღადგინეს ტერიტორიებზე ჰელმანდის პროვინციაში


სამხრეთ ავღანეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში მთავრობის ჯარებმა კონტროლი აღადგინეს ტერიტორიებზე, რომლებიც თალიბებს ჰქონდათ დაპყრობილი. ჰელმანდის გუბერნატორის ადმინისტრაციის განცხადებით, სამდღიანი ოპერაციის შედეგად ჯარისკაცებმა მეამბოხეები განდევნეს ჰელმანდის ყველა რაიონიდან, რომელსაც ისინი აკონტროლებდნენ. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, მოკლულია 40-მდე მეამბოხე. ჰელმანდის გუბერნატორის ადმინისტრაციის განცხადებით, მთავრობის ჯარები ახალ ბლოკ-პოსტებს აყენებენ, რათა არ დაუშვან თალიბების დაბრუნება. ძალადობის სიხშირით, ჰელმანდი ავღანეთის ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია. ავღანეთის ჯარებთან ერთად უცხოელი სამხედროებიც მონაწილეობდნენ ფართომასშტაბიან ოპერაციებში ჰელმანდში თალიბანის დასამარცხებლად.
XS
SM
MD
LG