Accessibility links

logo-print

პუტინი არ გამორიცხავს თავისი კანდიდატურის მეოთხე ვადით წამოყენებას


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ გამორიცხავს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მეოთხე ვადით წამოაყენებს თავის კანდიდატურას. ამ განცხადებით პუტინმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც დაუსვეს რუსეთის ქალაქ ვალდაიში დასავლელ პოლიტიკოსებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრისას. პუტინი 2000-2008 წლებში ზედიზედ ორი ვადით იყო რუსეთის პრეზიდენტი, რის შემდეგაც პრემიერ-მინისიტრის პოსტზე გადაინაცვლა. 2012 წელს ის კვლავ აირჩიეს პრეზიდენტად. თუ პირველი ორი ვადა ოთხწლიანი იყო, ახლა რუსეთის პრეზიდენტის მმართველობის ვადა ექვს წლამდეა გაზრდილი.
XS
SM
MD
LG