Accessibility links

ნატოს გენერალური მდივანი აქებს ირანის პრეზიდენტის განცხადებას


ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი, მისივე თქმით „ძალიან კმაყოფილია“ ირანის დაპირებით, რომ არ შეეცდება ბირთვული იარაღის შექმნას. რასმუსენმა ხუთშაბათს ბრიუსელში გამოსვლისას გამოთქვა რწმენა, რომ თვითონ ირანის ინტერესებში შედის საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობა. რასმუსენის ეს გამოხმაურება მოჰყვა ირანის პრეზიდენტის, ჰასან როჰანის ტელეინტერვიუს, რომელშიც მან განაცხადა, რომ ირანი „არავითარ შემთხვევაში არ შეეცდება“ მასობრივი განადგურების იარაღის შექმნას, ბირთვული იარაღის ჩათვლით. როჰანიმ აღნიშნა ასევე, რომ „პოზიტიური და კონსტრუქციული“ წერილი მიიღო შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამასაგან, რომელიც მას არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამერიკულ ტელეკომპანია NBC-თან ეს ინტერვიუ წინ უსწრებს როჰანის მომავალი კვირის ვიზიტს ნიუ-იორკში, სადაც ის მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის მუშაობაში.
XS
SM
MD
LG