Accessibility links

logo-print

არჩილ კბილაშვილი ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა მოსკოვში


საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ოთხდღიანი ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა. ეს ინფორმაცია სააგენტო "ინტერპრესნიუსს" დაუდასტურა მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ. მისი განმარტებით, საქართველოს მთავარი პროკურორი რუსეთის დედაქალაქში დაახლოებით ერთი კვირის წინ იმყოფებოდა და უკვე დაბრუნდა საქართველოში. ხათუნა პაიჭაძის ინფორმაციით, არჩილ კბილაშვილი მონაწილეობდა ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელსაც 100-ზე მეტი ქვეყნის მთავარი პროკურორი ესწრებოდა. "ეს იყო პროკურორების საერთაშორისო დონის კონფერენცია, რომელიც ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა ქვეყანაში. წელს კონფერენცია გაიმართა მოსკოვში. მასში მონაწილეობდა 100-ზე მეტი ქვეყნის მთავარი პროკურორი ან მათი მოადგილე. მათ შორის აშშ-დან და ევროპის ქვეყნებიდან", - აღნიშნა ხათუნა პაიჭაძემ. პაიჭაძის ინფორმაციით, არჩილ კბილაშვილს კოლეგა პროკურორების გარდა მაღალი რანგის პირებთან შეხვედრები არავისთან გაუმართავს.
XS
SM
MD
LG