Accessibility links

ჯონ კერი: გაერო უახლოეს დღეებში მიიღებს სირიის შესახებ გადაწყვეტილებას


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ მომავალ კვირას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იქნება მიღებული რეზოლუცია სირიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების შესახებ, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო. ხუთშაბათს ვაშინგტონში ჟურნალისტებთან საუბრისას, ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ მტკიცედ უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის არსენალში არსებული ქიმიური იარაღის განადგურების თაობაზე. მისივე თქმით, აუცილებელია რეალური საქმით განმტკიცდეს ქიმიური იარაღის განადგურების თაობაზე ამერიკასა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმება.
XS
SM
MD
LG