Accessibility links

logo-print

ზურაბ აბაშიძე: ამ ეტაპზე პრინციპულად მიუღებელია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა


რუსეთთან ურთიერთობის საკითხში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმოამდგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველოსთვის ამ ეტაპზე პრინციპულად მიუღებელია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. ამის შესახებ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან ხუთშაბათს პრაღაში შეხვედრის შემდეგ უთხრა საინფორმაციო სააგენტო "იტარ ტასს". "ეს პრინციპულად მიუღებელია, რადგან ჩვენთვის ეს ეგრეთ წოდებული ახალი რეალიების აღიარება იქნება. საქართველო ამაზე არ წავა. ჩვენი ქვეყანა არაერთხელ დაშლილა, მაგრამ ჩვენ მოვედით დღევანდელ დღემდე", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. "იტარ ტასთან" საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე განმარტა ქართული მხარის გადაწყვეტილება სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მარტივი არ იყო. "ჩვენ გვყავს პოლიტიკოსები, რომელიც ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ. მაგრამ არ გვინდა პოლიტიკის სპორტთან დაკავშირება. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ოლიმპიური თამაშები მშვიდობიანად ჩატარდეს, ექსცესების გარშე", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
XS
SM
MD
LG