Accessibility links

logo-print

ბომბის არსებობის თაობაზე ცრუ შეტყობინებების გამო სასწავლო პროცესი ჩაიშალა თბილისის სამ საჯარო სკოლაში


სასწავლო პროცესი ჩაიშალა დღეს თბილისის სამ საჯარო სკოლაში, სადაც ბომბის არსებობის თაობაზე შეტყობინებები მიიღო შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა. ევაკუაციის შემდეგ კრიმინალისტებმა და გამნაღმველებმა შეამოწმეს სამივე სკოლის შენობა, სადაც ბომბის არსებობა არ დადასტურდა. შსს-ს წინასწარი ინფორმაციით, სამივე ცრუ შეტყობინების ავტორი ერთი არასრულწოვანია.
XS
SM
MD
LG