Accessibility links

logo-print

უკრაინის პრეზიდენტი ეძებს გზას ტიმოშენკოს გასათავისუფლებლად


უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, მისივე თქმით, ეძებს გზას პოლიტიკური ოპონენტის, ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს პატიმრობიდან გასათავისუფლბელად. „ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ჩემზე მეტად იქნებოდა დაინტერესებული ამ ვითარების მოგვარებით. მაგრამ არის დაბრკოლებები. ისინი რომ არ იყოს, ეს საკითხი არ იდგებოდა. ჩვენ მას მოვაგვარებდით. მაგრამ პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვებს, რომლებსაც დღეს სასამართლოებში სვამენ“, - განაცხადა დღეს იალტაში უკრაინის პრეზიდენტმა. ტიმოშენკო ციხეშია მას შემდეგ, რაც სასამართლომ 2011 წელს მიუსაჯა შვიდი წლით პატიმრობა, ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდებით. ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ პარასკევს განაცხადა, რომ ევროკავშირი არ გააფორმებს უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულებას, თუ კიევი არ მოაგვარებს ტიმოშენკოს საკითხს. ვილნიუსში ნოემბერში გაიმართება ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტი, რომელზეც შესაძლოა, ხელი მოაწერონ უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულებას.
XS
SM
MD
LG