Accessibility links

logo-print

გალის მოსახლეობა დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით შეშფოთებულია


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ანულირებულ იქნეს გალის, ტყვარჩელის და ოჩამჩირის რაიონებში უკანონოდ გაცემული აფხაზეთის რესპუბლიკის პასპორტები, ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ქართველების შეშფოთებას იწვევს. რადიო თავისუფლებას გალის რაიონში მცხოვრებმა მოქალაქეებმა ენგურის ხიდთან განუცხადეს, რომ განსაკუთრებით შეშფოთდნენ „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების გამო, რომელიც ორმაგ მოქალაქეობას მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან აღიარებს. მათი თქმით, მიღებული ცვლილება აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს არჩევანის წინაშე აყენებს - დარჩნენ საქართველოს მოქალაქეებად ან მასზე უარის თქმის შემთხვევაში მიიღონ აფხაზური პასპორტი.

XS
SM
MD
LG