Accessibility links

logo-print

პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის მიერ აღიარებულ სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა


პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის მიერ აღიარებულ სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ წერილში ვლადიმირ პუტინი აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხმა ვაჟკაცურად დაიცვა მშვიდობიანი და უსაფრთხო ცხოვრების უფლება და დამოუკიდებლობის დღე სწორედ ამის სიმბოლოა. ცხინვალის რეგიონი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად ადგილობრივმა პარლამენტმა 1990 წლის 20 სექტემბერს გამოაცხადა. ამ თარიღის აღსანიშნავად ოკუპირებულ ცხინვალში დღეს გაიმართა სამხედრო აღლუმი, რომლის მონაწილეებს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა მიმართა. ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, რესპუბლიკის უსაფრთხოება დღეს საიმედოდაა დაცული და ამის მთავარი გარანტი ცხინვალთან დისლოცირებული რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზაა.
XS
SM
MD
LG