Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდა, დაინტერესდნენ საარჩევნო ადმინისტრაციების ფორმირების პროცესით


ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდა, დაინტერესდნენ საარჩევნო ადმინისტრაციების უბნის დონეზე ფორმირების პროცესით. ახალი მემარჯვენეები, დემოკრატიული მოძრაობა, პარტია თავისუფალი საქართველო, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის და ქართული დასი მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები პირდაპირ ერევიან საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაში და ნაციონალური მოძრაობის და ”ქართული ოცნებისთვის” მისაღები კანდიდატურების მოძიება ხდება იმის მიხედვით, თუ ამ ორიდან რომელი პოლიტიკური ძალა აკონტროლებს კონკრეტულ თვითმმართველობას. "როგორც ჩანს, ნაციონალურმა მოძრაობამ და "ქართულმა ოცნებამ" ერთობლივად გადაწყვიტეს ადგილობრივი საარჩევნო კომისიების სრული და ტოტალური კონტროლი საუბნო საარჩევნო კომისიის არაპარტიული წევრების ჩათვლით” - ნათქვამია განცხადებაში. 5 პარტია აღნიშნავს, რომ ცსკ-ის ახალი თავმჯდომარისადმი სრული ნდობის მიუხედავად, თამარ ჟვანია ვერ აკონტროლებს ქვედა დონის კომისიებზე პარტიულ ზეგავლენას, რადგან მისი არჩევის მომენტისთვის საოლქო კომისიები უკვე დაკომპლექტებული იყო. ერთობლივი განცხადების ხელმომწერი პარტიები საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართავენ, დაინტერესდნენ საუბნო კომისიების ფორმირების გაუმჭვირვალე პროცესით.
XS
SM
MD
LG