Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამასკმა ქიმიურ იარაღზე ინფორმაცია გადასცა საერთაშორისო ორგანიზაციას


ორგანიზაცია, რომელიც ქიმიური იარაღის აკრძალვის საკითხებზე მუშაობს (OPCW), აცხადებს, რომ დამასკისაგან მიიღო ინფორმაცია სირიის ქიმიური არსენალის შესახებ. ჰააგაში დაფუძნებული ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით, ორგანიზაციამ ინფორმაციის ნაწილი მიიღო და ახლა მეტს მოელის. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის განკარგულებაშია, სავარაუდოდ, 1000-მდე ტონა ქიმიური ტოქსინი. დამასკი ამ რასენალის განადგურებას დათანხმდა რუსეთ-ამერიკის ერთობლივი წინადადებით, რომლის მიზანიცაა თავიდან იქნეს აცილებული სირიის წინააღმდეგ შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაცია.
XS
SM
MD
LG