Accessibility links

უკრაინამ საქართველოს გადასცა ოლეგ მელნიკოვი


საქართველოს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, ოლეგ მელნიკოვი, რომელიც უკრაინაში იყო დაკავებული, დღეს დილას საქართველოში ჩაიყვანეს. შსს-ს ცნობით, უკრაინაში მელნიკოვის დაკავებიდან 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებთან საქართველოში მისი ექსტრადიციის მიზნით. მელნიკოვზე ძებნა იყო გამოცხადებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით. ოლეგ მელნიკოვის სახელი უკავშირდება სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ საქმეს. წელს თებერვალში მელნიკოვის ადვოკატმა განაცხადა, რომ მელნიკოვი დათანხმდება საქართველოში ექსტრადიციას, რადგან სამშობლოში დაბრუნება სურს „სიმართლის დასამტკიცებლად“.
XS
SM
MD
LG