Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ციხიდან გამოუშვეს თალიბანის გავლენიანი საველე მეთაური


პაკისტანში ციხიდან გამოუშვეს დაპატიმრებულ თალიბებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ლიდერი, აბდულ ღანი ბარადარი. პაკისტანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ომარ ჰამიდმა შაბათს დაადასტურა ეს ფაქტი. ბარადარის გათავისუფლება მოსალოდნელი იყო და გადაწყდა ავღანეთის მოთხოვნის საპასუხოდ. ქაბული ბარადარს უკავშირებს ავღანეთში შერიგების პროცესის გააქტიურების იმედს. ბარადარი, თალიბების მოძრაობის ერთერთი დამფუძნებელი, მიჩნეული იყო თალიბანის სულიერი ლიდერის, მოლა მუჰამად ომარის ერთ-ერთ ყველაზე ახლო თანაშემწედ და სანდო საველე მეთაურად. განვლილი წლის მანძილზე პაკისტანმა, სულ ცოტა, 33 თალიბი პატიმარი გაათავისუფლა, მეამბოხეებსა და ქაბულს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების ხელშესაწყობად.
XS
SM
MD
LG