Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანოვი: სირიის მიმართ რუსეთის პოზიცია შესაძლოა, შეიცვალოს, თუ ასადი მოიტყუება


რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი ივანოვის განცხადებით, სირიის მიმართ მოსკოვის პოზიცია შესაძლოა, შეიცვალოს, თუ დაადგენს, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი „იტყუება“. ეს განცხადება ივანოვმა სტოკჰოლმში, კვლევითი ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. სერგეი ივანოვმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ „თეორიულად და ჰიპოთეტურად“ საუბრობს. მისი თქმით, თუ აღმოჩნდა, რომ ბაშარ ალ-ასადი მსოფლიოს ატყუებს ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხში, მოსკოვის პოზიცია შესაძლოა, შეიცვალოს. ივანოვმა აღნიშნა ასევე, რომ ერთი კვირაში უნდა გაირკვეს, სად ინახავს სირია თავის ქიმიურ იარაღს, რის შემდეგაც "ორ, ან სამ თვეში" დაადგენენ, თუ რა დრო და რა ხარჯი დასჭირდება ქიმიური არსენალის განადგურებას, რასაც ბაშარ ალ-ასადი დათანხმდა. შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები დამასკს აკისრებენ პასუხისმგებლობას 21 აგვისტოს დამასკთან ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, რის შედეგადაც ასობით სამოქალაქო პირი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG