Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გრინპისის" აქტივისტებს რუსეთში მეკობრეობის ბრალდების წაყენება ემუქრებათ


რუსეთში ჯერ არ წაუყენებიათ ბრალდება გარემოს დამცველ ორგანიზაცია „გრინპისის“ აქტივისტებისათვის, რომლებიც 19 სექტემბერს დააკავეს. მათთვის არც დაკავების მიზეზი განუმარტავთ. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“, „გრინპისის“ რუსეთის განყოფილებიდან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, აქტივისტებს შესაძლოა, მეკობრეობის ბრალდება წაუყენონ. მეორე მხრივ, "გრინპისის" განცხადებით, დამოუკიდებელი ექსპერტები და იურისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ „გრინპისის“ გემის, „Arctic Sunrise“-ის მიმართ რუსეთის მესაზღვრეების მოქმედება უკანონო და უსაფუძვლო იყო და არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. 19 სექტემბერს არქტიკაში „გრინპისის“ გემზე ვერტმფრენიდან დაეშვნენ რუსი მესაღზვრეები, დააკავეს 25 აქტივისტი. ეკოლოგები ატარებდნენ მშვიდობიან აქციას არქტიკაში კომპანია „გაზპრომის“ მიერ ნავთობის მოპოვების გასაპროტესტებლად. პარასკევს „გრინპისმა“ საპროტესტო აქცია გამართა „გაზპრომის“ შენობასთან, დაკავებული აქტივისტების და გემის გათავისუფლების მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG